მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ნავალნის გამო სანქციები რუსეთის 7 მაღალჩინოსანსა და 14 კომპანიას დაუწესა

აშშ

შეერთებულმა შტატებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო რუსეთის შვიდ მაღალჩინოსანსა და 14 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა იტყობინება. 

გამოცემის თანახმად, პირთა და ორგანიზაციების სახელები, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდა, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

აშშ-ის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ მოქცეული კომპანიები დაკავშირებულია ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებასთან და შეიძლება რუსი პოლიტიკოსის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

სანქციების თანახმად, აშშ-ში სანქციებული მაღალჩინოსნების ანგარიშები გაიყინება და აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის გამო 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

აღნიშნულ სიაში მოხვდნენ საგამოძიებო კომიტეტის უფროსი ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე კალაშნიკოვი.

ინფორმაციისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა.

სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნავალნი ციხეშია, რას უნდა ელოდოს რუსეთი? - ექსპერტების მოსაზრება