მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა სამ შტატში კორონავირუსის რეკორდულ ზრდაზე განაცხადა

აშშ-ის სამ შტატში კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ფლორიდა, არიზონა და ნევადა - აშშ-ის სამი შტატი, სადაც ჯანდაცვის ადგილობრივი განყოფილების მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია business.financialpost ავრცელებს

ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, შტატში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი რეკორდი - 9636 შემთხვევა დაფიქსირდა. მანამდე ფლორიდაში Covid-19-ის 8831 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელი იყო. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ფლორიდაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 132 545-ს მიაღწია, ხოლო 3,4 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.

არიზონას შტატში, სადაც გასული თვეების განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებლებზე საუბრობდნენ, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 591 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 44-ს მიაღია. სულ არიზონაში კორონავირუსით 70 000 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო 1,5 ათასი გარდაიცვალა.

ამერიკის შტატ ნევადაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აღნიშნული შტატისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით, ორჯერ აღემატება მანამდე რეგისტრირებულ რეკორდს. ნევადას ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაცემებით, შტატში Covid-19-ით ინფიცირების 16 339 ფაქტი დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 498 შეადგინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს შეაფასა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 9,6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. Covid-19-ს 491 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.