მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა სომალიდან ჯარი გაიყვანა

სომალიდან ჯარი გაიყვანა აშშ-მა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება. 

აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული მეთაურობის ინფორმაციით, ძალების გაყვანა სერიოზული დანაკარგების და ინციდენტების გარეშე მოხდა. „აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ ამ ოპერაციის დროს ჩვენს ძალებზე შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა“ - განაცხადა გენერალმა სტივენ თაუნსენდმა.

სომალიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასაყვანად ამ ქვეყნის სანაპიროსთან სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება განთავსდა, რომელსაც ავიამზიდი „ნიმიცი“ ედგა სათავეში. ასევე ოპერაციაში სადესანტო ხომალდი USS Makin Island მონაწილეობდა. საერთო ჯამში სომალი 700-მა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა. ეს პროცესი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებულების მიხედვით განხორციელდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სომალის ხელისუფლებასთან და უსაფრთხოების ძალებთან სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ამერიკა კვლავ გააგრძელებს სომალის ჯარის მომზადებას, თუმცა ამ თანამშრომლობის ზუსტი ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და ავღანეთში სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამქცირა. თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეამცირა

32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა