მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ მოუწოდებს რუსეთს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

ყირიმი უკრაინაა

„ყირიმი უკრაინაა“, – ამ წარწერით ფოტო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას ყირიმზე“,- წერია ფოტოსეთვის დართულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.