მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში მოზარდებისთვის Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაცია იგეგმება

ფაიზერი მოზარდებისთვის

აშშ-ის წამლების რეგულირების სააგენტო დაახლოებით ერთ კვირაში მოზარდებისთვის BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის რეგისტრაციას გეგმავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვაქცინა 12-15 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი.

ერთი თვის წინ BioNTech-Pfizer-მა 2260 ახალგაზრდაზე კვლევა ჩაატარა. მასში მონაწილე არც ერთ ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ, მოზარდების აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება.