მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ მთვარეზე გასაშვებად რაკეტას ამზადებს

აშშ მთვარეზე გასაფრენად რაკეტას ამზადებს

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ NASA გიგანტური რაკეტის აწყობა დაიწყო. რაკეტა Space Launch System-მა მომავალში მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად იქნება გამოყენებული. მთვარეზე ასტრონავტების მისია 2024 წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ BBC იუწყება. 

რაკეტას ფლორიდის შტატში, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში აწყობენ.

ყველა დეტალის დამონტაჟების შემდეგ რაკეტა თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალი იქნება. უახლოეს მომავალში საბოლოო გამოცდა ჩატარდება, ანუ რაკეტაში საწვავის ჩატვირთვა და მისი ძრავების ჩართვა მოხდება.

Space Launch System მსოფლიოში ამ დროისთვის ცნობილ ყველაზე ძლიერ რაკეტაზე, Saturn V-ზე 15%-ით ძლიერი იქნება. Saturn V 1960-1970-იან წლებში მთვარეზე კოსმოსური ხომალდის „აპოლონის“ გასაგზავნად გამოიყენებოდა.

raketa-mtavreze-gasaphrenad_o_h.jpeg