მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ს ქარიშხალი „სალი“ უახლოვდება

აშშ-ს დროშა

ამერიკის შეერთებულ შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „სალი“ უახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე სავარაუდოდ 85კმ/სთ-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ის მეორე კატეგორიის ქარიშხალია.

სტიქია აშშ-ის სანაპიროს სავარაუდოდ სამშაბათს მიუახლოვდება. თუ ქარიშხლის გადაადგილების მარშრუტი არ შეიცვალა ის ლუიზიანას, ფლორიდას, მისისიპისა და ალაბამას შტატებს გადაუვლის.

ინფორმაციისთვის, სტიქიური უბედურების გამო ალაბამასა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.