მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში COVID 19-ის 44 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ კორონა

კორონავირუსის გავრცელების მხრივ აშშ კვლავ ლიდერობს.

ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსის 44 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას worldometers ავრცელებს.

ქვეყანაში 30 სექტემბერს ვირუსით გარდაცვალების 977 ფაქტი გამოვლინდა.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 7 433 558 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 4 677 867 ადამიანი განიკურნა, 211 406 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების მხრივ კვლავ 3 ქვეყანა ლიდერობს:

  • აშშ
  • ინდოეთი
  • ბრაზილია

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.