მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ქალს სიკვდილით დასჯიან

აშშ-ში ქალს სიკვდილით დასჯიან

აშშ-ში პირველად 70 წლის მანძილზე მკვლელობისთვის გასამართლებულ ქალს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ Deutsche welle იუწყება.

ლიზა მონტგომერი 2007 წელს მისურის სასამართლომ ორსული ქალის მკვლელობაში და მისი შვილის გატაცებაში დამნაშავედ სცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

2004 წელს მონტგომერი, ორსული ქალი, ბობი ჯო სტინეტი გაგუდა, ხოლო შემდეგ მისი შვილი გაიტაცა. დამნაშავეს 2020 წლის 8 დეკემბერს სიკვდილით დასჯიან სასიკვდილი ინექციის შეყვანის გზით.

ბოლოს აშშ-ში დამნაშავე სიკვდილით 17 წლის წინ დასაჯეს. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ამ სასჯელზე ფაქტობრივად მორატორიუმი იყო გამოცხადებული. თუმცა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯა განახლდა. ქვეყნის ზოგიერთ შტატში სასჯელის ეს ფორმა აკრძალულია.