მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 250 000-ს აჭარბებს

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად მზარდია კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა. 

worldometers-ის განახლებული მონაცემების თანახმად, აშშ-ში კოვიდინფექციით სულ გარდაცვლილია 256 262 ადამიანი.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ასევე მზარდია ინფიცირების ზრდის დინამიკაც. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 11 მლნ-ს აჭარბებს. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კუთხით ლიდერ პოზიციაზეა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. მსოფლიოში 56 მლნ-ზე მეტი ადამიანია კოვიდინფიცირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ცერცვაძე: ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს

🔴 Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია