მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად უზარმაზარი რიგები დგას (ვიდეო)

რიგები კორონავირუსის ტესტირებაზე

კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად აშშ-ში უზარმაზარი რიგები დგას. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ექსპერტები ამას მადლიერების დღის მოახლოებას უკავშირებენ, როდესაც აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტესტის გაკეთების შემთხვევაში ახლობლებს საფრთხეს თავიდან ააცილებენ.

23 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში 11 დეკემბრიდან, შესაძლოა, კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყოს. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსით 12,777,371 ადამიანი ინფიცირდა. 263,687 გარდაიცვალა.