მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ლეგენდარული კალათბურთელი გარდაიცვალა

ლეგენდარული კალათბურთელი გარდაიცვალა აშშ-ში

აშშ-ში ლეგენდარული კალათბურთელი, ქეი სი ჯონსი გარდაიცვალა. ის მოთამაშის და მწვრთნელის რანგში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 12 გზის ჩემპიონი იყო. ამის შესახებ cbssports იუწყება. 

ჯონსი 88 წლის იყო. მისი კარიერა ბოსტონის „სელტიკთან“ იყო დაკავშირებული. NBA-ში თამაშამდე ქეი სი ჯონსმა კალათბურთში აშშ-ის საუნივერსიტეტო ტურნირი ორჯერ, 1955 და 1956 წლებში მოიგო.

1960-იანი წლების ბოლოს, 34 წლის ასაკში ჯონსი როგორც მოთამაშე კალათბურთიდან წავიდა. ამ დროს მას უკვე 8 საჩემპიონო ტიტული ჰქონდა. 1989 წელს მისი სახელი კალათბურთის დიდების დარბაზში აღბეჭდეს. ის შვიდიდან ერთ-ერთია კალათბურთის ისტორიაში, ვისაც NCAA, NBA და ოლიმპიური თამაშები აქვს მოგებული. ამ სიაში შედიან ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი და მეჯიქ ჯონსონი.