მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში საარჩევნო უბნები გაიხსნა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

საარჩევნო უბნები აშშ-ში გაიხსნა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყანაში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამომრჩეველს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ამასთანავე BBC-ს ცნობით, 100 მლნ-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა, მათ საკუთარი არჩევანი ფოსტით გააგზავნეს.

ჯერჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კვლევების მიუხედავად, არჩევნებზე სხვა შედეგი დაფიქსირდეს, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ფაქტობრივად, ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ ამომრჩეველს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი ამ შტატის ყველა ხმას იღებს.

აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.