მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ბჟანია და ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო დისკუსია თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ ტარდებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ თანათავმჯდომარეებთან ერთად, უფრო კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალი რაუნდის ფარგლებში.

„ვცდილობთ ავაშენოთ და განვავითაროთ ჩვენი „სახელმწიფო“, გვსურს მშვიდობა „ქვეყანაში“.

ვიმედოვნებ, რომ მხარში დაგვიდგებით და ჟენევის დისკუსიები სერიოზული იარაღი იქნება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება მთიანი ყარაბაღის მოვლენების და ეპიდემიური ვითარების ფონზე.

ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 10-11 დეკემბერს ჩატარდება.