მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 70%-ს შეადგენს

Astrazeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა

COVID 19-გან ვაქცინის ეფექტიანობა, რომელსაც კომპანია AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად აწარმოებს,  70%-ს შეადგენს. ასეთია წინასწარი კვლევების შედეგები, რომელშიც 20 ათასი მოხალისე მონაწილეობდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზმში ვაქცინის ერთი დოზის შეყვანის შემთხვევაში მისი ეფექტიანობა 62%-ს შეადგენს, ხოლო ორჯერადი ვაქცინაციის დროს ეს მაჩვენებელი 90%-ს უდრის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ შედეგს "ფანტასტიკური" უწოდა. AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათ ვაქცინის 4 მილიონი დოზა უკვე მზად აქვთ და ახლა მარეგულირებელი ორგანოს ნებართვას ელოდებიან. ამის შემდეგ კიდევ 96 მილიონი დოზის წარმოება მოხდება.

ცნობისთვის, კომპანია Pfizer და BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს, ხოლო Moderna-ს ეფექტიანობა — 94%-ს. ამჟამად ეს კომპანიები ვაქცინის კვლევების დასკვნით, მესამე ეტაპს გადიან.