მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა ექპერიმენტში მონაწილე პირის ინფიცირების გამო შეჩერდა

ვაქცინის გამოცდა შეჩერდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა, რომელსაც ბრიტანელი მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად აწარმოებენ, დროებით შეჩერდა. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ამის მიზეზი ექსპერიმენტში მონაწილე პირის ინფიცირება გახდა.

ამ ვაქცინის ტესტირება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ბრაზილიაში მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ვაქცინის ნეგატიური ეფექტი მინიმუმამდე დაიყვანოს.

AstraZeneca-ს გარდა აშშ-ში კომპანიების Moderna და Pfizer-ის ვაქცინების კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს.