მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ათენში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

ათენის მთაზე ბერს კორონავირუსი დაუდგინა

ათენში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო დამატებითი შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაიკეტება კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახლში დარჩენა იქნება რეკომენდებული.

ინფორმაციისთვის, ახალი რეგულაციების თანახმად, ცხრა ადამიანზე მეტის შეკრება, ხოლო ქორწილებსა და დაკრძალვებზე 20 ადამიანზე მეტის დასწრება აიკრძალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში „კოვიდ 19“-ის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 15 142 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 338-ს შეადგენს.