უცხოეთი

ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში პირველად ქალი სიკვდილით დასაჯეს

ათწლეულების განმავლობაში
პირველი ქალი სიკვდილით
დასაჯეს შეერთებულ
შტატებში
1610532271
დაკოპირებულია

უკანასკნელი 68 წლის განმავლობაში ლიზა მონტგომერი ერთადერთი ქალია, ვინც აშშ–ში სიკვდილით დასაჯეს.

შეერთებულ შტატებში, ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2007 წელს სასტიკ მკვლელობაში ნასამართლევმა ლიზა მონტგომერმა ლეტალური ინექცია მიიღო.

იგი გახდა პირველი ქალი, ვინც 68 წლის განმავლობაში ფედერალური გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს შეერთებულ შტატებში.

მანამდე უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მონტგომერის საღი აზრის შესახებ მოსმენის ჩატარების შესახებ.

ქალის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას თანდაყოლილი ტვინის დეფექტი ჰქონდა და მას უბრალოდ არ ესმოდა რა ხდებოდა მის თავს. ”მონტგომერი განიცდის ტვინის დაზიანებას და მძიმე ფსიქიკურ დაავადებას, რაც გამწვავდა სექსუალური ძალადობით, რომელიც მან განიცადა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვინც უნდა იზრუნოს მასზე”, - განაცხადა ქალის ადვოკატებმა რაიონულ სასამართლოში მოსმენის დროს. - წერს BBC .

ამის მიუხედავად, ცოტა მოგვიანებით, მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს.

36 წლის ასაკში (ეს იყო 2004 წელს), ის თავს დაესხა 23 წლის მერი ჯო სტინეტს, რომელიც რვა თვის ფეხმძიმე იყო.

მონტგომერმა ბავშვი სტინეტის სხეულიდან მოაშორა და თოკით დაახრჩო, ხოლო ქალი სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა.

2008 წლიდან მონტგომერი ტეხასის ფედერალურ ციხეში იმყოფებოდა, სადაც ის ფსიქიატრიულ დახმარებას იღებდა. სიკვდილით დასჯის თარიღის დადგენის შემდეგ, იგი ყავდათ იზოლირებულ საკანში.

შეგახსენებთ, რომ 1972 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აკრძალა სიკვდილით დასჯა სახელმწიფოსა და ფედერალურ დონეზე, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ გააუქმა გადაწყვეტილება. 1976 წლიდან ლიზა მონტგომერის გარდა სხვა 16 ქალი იქნა სიკვდილით დასჯილი.

ბოლო ქალი, ვინც სიკვდილით დასაჯეს ლიზა მონტგომერამდე იყო ბონი ჰედი, რომელიც გარდაიცვალა გაზის პალატაში მისურიში, 1953 წელს.

ფედერალური სიკვდილით დასჯა უკვე 17 წელია შეჩერებულია, სანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპი 2020 წლის დასაწყისისთვის მათი განახლების ბრძანება გასცემდა.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

1611239979

„არ მგონია, რომ სლუცკის განცხადებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. მე მგონია, რომ ფარისევლობას აქვს ადგილი ან კონტექსტი არ არის მთლად ზუსტი, რადგან სლუცკის განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს- გაფართოება სამხრეთ კავკასიის ნაწილში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

1611239347
სახელმწიფო მინისტრი

თეა ახვლედიანი: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარ...

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში. ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. 

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ საპარლამენტო...

„ის პარტიები, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და რადიკალური ოპოზიცია 52%-ის მფლობელები კი არ არიან, მათ ყველამ ერთად 46% მიიღეს, ანუ ერთი ერთში თუ შევადარებთ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ორი პროცენტით მეტი აქვს მიღებული, ვიდრე ყველა მათ ერთად ვინც დავუშვათ ეხლა ამ რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა” - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

„მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობა...

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.