მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავადმყოფი ხარ“ - ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტრამპს პირდაპირ ეთერში მიმართა

ტელეწამყვანმა ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში ავადმყოფი უწოდა.

ტელეარხ MSNBC-ის წამყვანმა მიკა ბჟეზინსკიმ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირდაპირ ეთერში ავადმყოფი უწოდა.

ტელეწამყვანმა ამერიკის მთავრობის მეთაური აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გამო გააკრიტიკა. ბჟეზინსკიმ ხაზი გაუხსვა, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ინფიცირებულთა 31%-ს შეადგენს, თუმცა, ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი „კარგია“, რაც ამტკიცებს ტესტირების ეფექტურობას. ჟურნალისტის აზრით, ეს სიტუაცია ისტორიაში შევა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლის შეჩერება ამერიკის პრეზიდენტს შეეძლო.

ამასთან, ტელეწამყვანი ამბობს, რომ ტრამპი ხშირად ტვიტერში „ყველაზე მრავალფეროვან სისულელეს“ წერს, მათ შორის ჯო სკარბოროზე, რომელიც წარსულში წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, ხოლო ახლა ჟურნალისტიკით არის დაკავებული და ხშირად გამოირჩევა ამერიკის ლიდერის კრიტიკით.

გასულ კვირას ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღშფოთებას გამოხატავდა იმის გამო, რომ სკარბოროს წინააღდმეგ საქმე ჯერ კიდევ არ არის აღძრული.

„როდის განახლდება ძიება ფსიქოპატ ჯო სკარბოროს წინააღმდეგ ფლორიდაში მოხმდარ ფაქტზე? მას მკვლელობა ეპატიება? ზოგიერთი ასე მიიჩნევს. რატომ დატოვა მან კონგრესი ასე ჩუმად და სწრაფად? ეს აშკარა არ არის? და ახლა რა ხდება?“, - აღნიშნა ტრამპმა ტვიტერზე.

„საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ვიტყვი შემდეგს: ეს არის ავადმყოფი ადამიანის სიტყვები. დონალდ, შენ ავადმყოფი ხარ. აიძულებ სტრესი გადაიტანოს სკარბოროს ოჯახმა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ჯოზე ხარ გაბრაზებული, რადგან მან დღეს კვლავ გაგაკრიტიკა, რადგან ის ამბობს სიმართლეს, რომ შენ არანაირი ინტერესი და ემპათია არ გაგაჩნია სხვების მიმართ და რომ შენ არ შეგიძლია გაუმკლავდე ამ გიგანტურ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომ შენ ის მხოლოდ გაამწვავე და აგრძელებ გამწვავებას, ამასთან, არ ატარებ პირბადეს, რათა დაიცვა სხვა ადამიანები საკუთარი ინფექციისგან“, - განაცხადა ბჟეზინსკიმ და დაამატა, რომ ტრამპს „მანკიერ და ამაზრზენ“ ადამიანად მიიჩნევს.

ჯო სკარბორო შტატ ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, როდესაც 2001 წელს პალატის სტაჟიორი ლორი კლაუზუტისი სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძებით დადგინდა, რომ 28 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, ბევრს მისი გარდაცვალება საეჭვოდ ეჩვნება, კერძოდ, ტრამპს, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს საქმის ხელახალი ძიების ბრძანება გასცა.