მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში „ალ ქაიდას“ მეორე მეთაური მოკლეს

 ალ ქაიდას პროპაგანდისტი ჰუსამ აბდ ალ-რაუფი

ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდას“ მთავარი პროპაგანდისტი, FBI- ს მიერ ძებნილი, ტერორისტი ჰუსამ აბდ ალ-რაუფი მოკლულია. ინფორმაციას foxnews ავრცელებს.

ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჰუსამ აბდ ალ-რაუფი ერთ-ერთ პროვინციაში მოკლეს.

ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას.

„თალიბებმა უნდა დაუმტკიცონ ხალხს, ავღანეთის მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ისინი წყვეტენ კავშირებს ტერორისტულ ჯგუფებთან, მათ შორის „ალ ქაიდასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.