მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი ავღანეთში

12 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად. აფეთქება გორის პროვინციაში პოლიციის განყოფილებათან მოხდა. ამის შესახებ Tolo News იუწყება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების ტალღამ რამდენიმე სახლი დააზიანა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ინფორმაციას rg.ru ავრცელებს.