მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში აფეთქებას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თალიბანი, ყურბან ბაირამი, აისისი

ავღანეთში მანქანის აფეთქებას, სულ მცირე, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა ლოგარის პროვინციაში, ისლამური დღესასწაულის - ყურბან ბაირამის წინა ღამით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით, ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა 29 ივლისს, სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე მოილაპარაკეს, თუმცა შეთანხმება ძალაში 31 ივლისიდან შევიდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს თალიბანი, ხოლო ისლამური სახელმწიფო ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

avghanetshi---aphetkeba_o_h.jpeg