მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ავიადარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავღანეტში

ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში ორი ავიადარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა. ავიადარტყმა მოძრაობა „თალიბანის“ ბაზაზე განხორციელდა.

თალიბების გარდა ავიაიერიშს მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ყატარში ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკება დაიწყო. ჯერჯერობით რაიმე შეთანხმებაზე საუბარი არ არის.