მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმა ავტობუსზე

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნაღმი ზაბულის პროვინციაში გზის პირას იყო დამონტაჟებული. დაჭრილია რამდენიმე ათეული ადამიანი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ავღანეთიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანის დაწყების შემდეგ ამ ქვეყანაში ძალადობის ესკალაცია შეინიშნება. ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად სისხლიანი თავდასხმები ხდება.