მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში იტალიის საელჩოს ავტომობილი ააფეთქეს

ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იტალიის საელჩოს კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს. 

ამის შესახებ გამოცემა TOLOnews იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ავტომობილში სამი პირი იმყოფებოდა. მანქანა დაჯავშნილია და მასში მყოფ პირებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა ასევე ავტომობილი, რომელიც ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შემცირდა. პარალელურად NATO ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ძალების გაზრდას გეგმავს, ვინაიდან ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერაცია გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ

შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთში უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს