მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება ქაბულში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პირი კი დაიჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება კერძო დაწესებულებაში მაშინ მოხდა, როცა სტუდენტები სალექციო კურსს გადიოდნენ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის თქმით, შიიტ მუსლიმთა რაიონში მდებარე შენობა ასობით სტუდენტს მასპინძლობს.

მისივე თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა ამოიცნეს, რის შემდეგაც მიიღო მან აფეთქების გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.