მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა

ვერმფრენის კატასტროფა ავღანეთში

ავღანეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ Ariana News იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი ღამის საათებში, დაშვებისას ჩამოვარდა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატასტროფა ორმა ვერტმფრენმა განიცადა და ის, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს.

Tolo News-ის ინფორმაციით, საუბარია „მი-17“-ის ტიპის ვერტმფრენზე.