მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელი ექსპერტი: სომხეთის მომავალი აზერბაიჯანზეა დამოკიდებული

აზერბაიჯანელი ექსპერტი

სომხეთმა გასული წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტები უნდა შეასრულოს და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურიდან სარგებელს მიიღებს. ამის შესახებ Report.az-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტმა მანსურ ბარხუდაროვმა განაცხადა. 

ექსპერტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის - სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე რემონტის დროს შესაძლებელი გახდა გაზის მიწოდება რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით.

„ეს მიუთითებს, რომ სომხეთის მომავალი აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ გზები და კომუნიკაცია არ გაიხსნა, სომხეთის ინფრასტრუქტურის აშენებას და განვითარებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ სომხეთს სხვა ალტერნატივა არა აქვს, მან სამმხრივი შეთანხმება უნდა შეასრულოს და რევანშისტულ იდეებზე უარი უნდა თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სადაც ისედაც პოლიტიკური არასტაბილურობაა, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება“ - განაცხადა ბარხუდაროვმა.

ამჟამად რუსეთიდან სომხეთს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება. ამის მიზეზია გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები. მისი დასრულების შემდეგ გაზის მიწოდება საქართველოს გავლით აღდგება.