მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლა გრძელდება

ტანკი აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან

„საღამოს, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაცია თოვუზის მიმართულებით კვლავ გამწვავდა”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული პოზიციების მისამართით ცეცხლი კვლავ გახსნა.

„სომხურმა არმიამ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების საარტილერიო დაბომბვა განაახლა. ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანული არმია იღებს ზომებს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

12 ივლისს აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროების მხრიდან საზღვრისპირა პოზიციების დაცხრილივის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამხედრო დაპირისპირებას ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა.