აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავებული „ბოევიკების“ გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოცემა Report-ს ცნობით. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარახლიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა დაზვერვამ მოიპოვა.
„მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა, მათ შორის დაღუპულები არიან სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული „ბოევიკები“. ერევანი ამას მალავს“ - განაცხადა პოლკოვნიკმა დარახლიმ.
მანამდე სომხეთის დეპუტატმა ვააგნ ტევოსიანი განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯიჰადისტი ტერორისტები იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.