მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი სრულ კარანტინს აცხადებს

აზერბაიჯანში კარანტინი მკაცრდება

აზერბაიჯანში, 14 დეკემბრიდან, სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა განაცხადა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად:

ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პერიოდი 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე გაგრძელდება;

2020 წლის 14 დეკემბრის 00:00 საათიდან 2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს მკაცრი სპეციალური საკარანტინო რეჟიმი;

აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე შეჩერდება ყველა ობიექტი, გარდა მომსახურების სფეროს დაწესებულებებისა. კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ჩაის სახლები მხოლოდ მიწოდების და ონლაინ გაყიდვების სერვისით იმუშავებს.

2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 00:00 საათიდან 18 იანვრამდე 00:00 საათამდე შეჩერდება სატვირთო და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, გარდა ოპერატიული და სპეციალური აღჭურვილობის ტრანსპორტისა.

2020 წლის 14 დეკემბრის 00:00 საათიდან 2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათამდე დიდ ქალაქებს ადა რეგიონულ ცენტრებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს.

გადაადგილების ნებართვა ექნებათ მხოლოდ ოპერატიულ განყოფილებებში მომუშავე პირებს, მომსახურების ბარათების საფუძველზე, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება. დამსაქმებელმა მათ შესახებ ინფორმაცია ელექტრონული განცხადების საშუალებით უნდა წარადგინონ.

საშვების მისაღებად მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია პორტალზე- allow.e-gov-az, 2020 წლის 9 დეკემბრის 10:00 საათამდე უნდა გაიგზავნოს. ყველა სხვა პირისთვის გადაადგილება სპეციალური SMS-ის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

SMS-ის მიღების შემდეგ ადამიანებს უფლება აქვთ:

- დატოვონ საცხოვრებელი ადგილი გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებსთან ან დაგეგმილ მკურნალობასთან დაკავშირებით. ნებართვა გაიცემა 3 საათით, სხვა შემთხვევაში ექიმისგან სპეციალური ცნობაა საჭირო.

- შეიძინონ სურსათი და სხვა საგნები, ასევე მედიკამენტები (სასურსათო მაღაზიებში, სუპერმარკეტში, ბაზრებში, აფთიაქებში). ნებართვა გაიცემა დღეში ერთხელ 3 საათით.

საცხოვრებელი ადგილის ახლო ნათესავის დაკრძალვასთან დაკავშირებით დატოვებისისას თითოეულმა პირმა უნდა მიიღოს ნებართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე (102) დარეკვის მეშვეობით.

პირებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო და შიდა ფრენების ბილეთები, უფლება აქვთ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი ბილეთებში მითითებული დროის განმავლობაში, ხოლო პირებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის მიღმა იმყოფებიან, უფლება აქვთ დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, საზღვრის კვეთის საფუძველზე.

ბაქოში მეტროთი გადაადგილების შეზღუდვა გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე.

ქვეყნის მასშტაბით შაბათსა და კვირას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე;

2021 წლის 14 დეკემბრის 00:00 საათიდან 2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათამდე ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ზემოქმედების გათვალისწინებით, ერთჯერადი ფინანსური დახმარებას 190 მანეთის ოდენობით, დაახლოებით 600 000 ადამიანი მიიღებს. ამავე დროს, დაგეგმილია დაზარალებულ რაიონებში მომუშავე მეწარმეების დახმარება.

„შეგახსენებთ, რომ სპეციალური საკარანტინო რეჟიმის დროს სამედიცინო ნიღბების გამოყენება სავალდებულოა ქვეყნის ყველა დახურულ და ღია სივრცეში.

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მკაცრად დაიცვან საკარანტინო მოთხოვნები COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი და მათი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.

აუცილებელია არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივ ადგილებში, თავიდან აიცილოთ სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი, შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია შენობაში და გარეთ, გამოიყენოთ სამედიცინო ნიღბები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მკაცრად დავიცვათ დაავადების პირველი ნიშნებიდან იზოლირების მოთხოვნები და საჭირო თერაპიული ზომები“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის შესაბამის განცხადებაში.