უცხოეთი

აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინის რაიონში შევიდა (ვიდეო)

აზერბაიჯანელები ლაჩინში
შევიდნენ
1606807011
დაკოპირებულია

აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინის რაიონში შევიდა, რომელიც მთიან ყარაბაღს და სომხეთს შორის მდებარეობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამის თაობაზე Report.az იუწყება. 

აზერბაიჯანისთვის ლაჩინის რაიონის გადაცემა 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოხდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა 7-ვე რაიონზე დაიბრუნა კონტროლი, რომელიც სომხეთის ფორმირებებს 1994 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული.

ლაჩინის რაიონზე გადის გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ამ გზის უსაფრთხოებას რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ. აზერბაიჯანული მხარე დათანხმდა, რომ ლაჩინის გავლით სომხურ მოსახლეობას სომხეთიდან მთიან ყარაბაღში და პირიქით გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.

პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.

1611557114

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“  ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“  (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება. 

1611556075

კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე  ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

1611555298

ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს  იანვრის ბოლომდე, -  ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

1611554921
პარლამენტი

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადე...

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ორი დღეა ვფიქრობ, რა გვჭირს ასეთი, რომ გამარჯვებაშიც არ ვართ ერთიანი. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მთავარ ოკუპანტს, რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო და ახლა ქვეყანაში ვდავობთ, ეს „ნაციონალების“ გამარჯვებაა თუ „ქართული ოცნების“. არადა საქართველო არცერთი პოლიტიკური გუნდის საკუთრება არ არის, ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და გამარჯვებაც საერთოა“, - ამ სიტყვებით იწყებს მონოლოგს ტელეწამყვანი იმედა დარსალია გადაცემაში „ახალი კვირა“.

„არა „კომენდანტის საათს“ - რუსთაველის გა...

რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.

სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის ბრალ...

სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.