მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა 24 საათში ცეცხლი 49-ჯერ გახსნა

სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 49-ჯერ დაარღვია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 49-ჯერ დაარღვია. ამის შესახებ სააგენტო news.az იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და სნაიპერის შაშხანებიდან გახსნეს.

სამშაბათს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზღვრის მახლობლად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე სამხედროს დაღუპვის თაობაზე ინფორმაცია სომხურმა მხარემაც გაავრცელა.