მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა

სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. ინციდენტი ტოვუზის რაიონში მოხდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სროლის შედეგად სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ყველაზე მასშტაბური შეტაკება ივლისში მოხდა. მაშინ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანის მხრიდან 12 სამხედრო დაიღუპა. სომხეთის მხრიდან კი - 4.