მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა სომხეთთან ბრძოლაში პოლკოვნიკიც დაკარგა

აზერბაიჯანის დროშა გარდაცვლილი სამხედროს სასახლეზე

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებას, გენერალ ფოლად ჰაშიმოვთან ერთად, პოლკოვნიკი ილგარ მირზოევიც ემსხვერპლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქერემ ველიევმა განაცხადა.

მანამდე, თოვუზის რაიონის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის მხრიდან სროლების დროს სოფელ აგდამის 76 წლის მკვიდრი დაიღუპა.

აზერბაიჯანელი სამხედროებისა და სოფელ აგდამის მკვიდრის დაღუპვის შესახებ სომხეთს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს. შეტაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლი არის სომხეთის მხარესაც.