მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში დღეიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ვაქცინაცია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ვაქცინაცია ჩინური წარმოების, კომპანია Sinovac-ის ვაქცინით მოხდება. აცრა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. აზერბაიჯანში ვაქცინის 4 მლნ დოზა უკვე ჩატანილია, რომლითაც 2 მლნ ადამიანის აცრა მოხდება.

ვაქცინაციას თავდაპირველად სახელმწიფო კლინიკები ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს, ანუ სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლებს, პოლიციელებს და 65 წელს გადაცილებულ პირებს ჩაუტარდება.

მეორე ეტაპზე აცრას ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე 50 წელზე უფროს ადამიანებს, მასწავლებლებს და სოციალური სფეროს მუშაკებს გაუკეთებენ.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგია 2021-2022 წლებზე.

პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 227,273 შემთხვევა დაფიქსირდა. 3,009 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

საქართველოში პანდემიის დროს ჩარჩენილი აზერბაიჯანელები სამშობლოში დაბრუნდნენ

აზერბაიჯანი სრულ კარანტინს აცხადებს