მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში რთული ეპიდვითარების გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც აჩერებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აზერბაიჯანში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება. ამის შესახებ განცხადება მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

„ბოლო დღეებში აზერბაიჯანში, მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები. ამ მიზეზით, არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა საკარანტინო შეზღუდვების გამოყენება.

ამოქმედდება შემდეგი შეზღუდვები:

• 2020 წლის 19 ოქტომბრის 00:00 საათიდან 2020 წლის 2 ნოემბრის 06:00 საათამდე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

• 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე შეჩერდება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, სამთავრობო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია 30%-მდე, ხოლო დარჩენილი თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადადიან.

იგივე წესი რეკომენდირებულია კერძო სექტორში და სხვა სფეროებში მოქმედი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისათვის“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის განცხადებაში.

ინფორმაციისთვიის, აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 530 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 43 280 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 619 ადამიანი.