მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში მეტრო იზღუდება, ქვეყნის მასშტაბით იკეტება საზოგადოებრივი შეკრების ადგილები

ბაქოს მეტრო

აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 29 მარტიდან განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი ცხადდება.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ბაქოს მეტროპოლიტენის სამუშაო დრო განისაზღვრება 07:00 საათიდან 09:00 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.

საკარანტინო რეჟიმის პერიოდში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველგან შეჩერდება კლიენტების ადგილზე მომსახურება. გარდა ამისა, იკრძალება შესვლა პარკებში და ნებისმიერ სხვა მასობრივ თავშეყრის ადგილებში.

29 მარტიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტის მოქმედება შეწყდება. რესტორნები, კაფეები და ჩაის სახლები კლიენტებს გატანის სერვისს შესთავაზებენ.