მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში ქუჩაში მწეველებს დააჯარიმებენ

მოწევისთვის ჯარიმა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვით ქუჩაში მწეველებს 100 მანათით (195 ლარით) დააჯარიმებენ. ეს ჯარიმა იმ პირთა მიმართ ამოქმედდება, ვინც ქუჩაში ნიღაბს მოიხსნის და სიგარეტს მოწევს. ამის შესახებ სააგენტო Report.az იუწყება. 

ამჟამად აზერბაიჯანში კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვით ნიღბის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100 მანათით ჯარიმდება, ხოლო თანამდებობის პირს ორჯერ მეტის - 200 მანათის გადახდა მოუწევს.

შესაბამისი დადგენილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 93,094 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში 1,131 ადამიანი გარდაიცვალა.