მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიღბის არტარებისთვის აზერბაიჯანში ჯარიმა 193-დან 11 ათას ლარამდეა

პირბადის არტარებაძე ჯარიმა გაიზარდა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნიღბის არტარებისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.  ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევისთვის, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 100 მანათი (დაახლოებით 193 ლარი), თანამდებობის პირებისთვის 300 მანათი (580 ლარი) და იურიდიული პირებისთვის 6 ათასი მანათი (დაახლოებით 11 ათასი ლარი) გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მილი- მეჯლისმა მიიღო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში, 14 დეკემბრიდან, სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა მიიღო. სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პერიოდი 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 დეკემბრისთვის არსებული მდგომარეობით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 191,460 შემთხვევა დაფიქსირდა. 2,088 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აზერბაიჯანი სრულ კარანტინს აცხადებს

🔅 რუსეთში, სამარშრუტო ტაქსიში ნიღბის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა (ვიდეო)