მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე - საარტილერიო ცეცხლის შედეგად სომხურ ჯარს უკან დავახევინეთ (ვიდეო)

აზერბაიჯანული და სომხური არტილერიის დუელი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აგდარას მახლობლად სომხურმა არტილერიამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა შენაერთებმა უკან დაიხიეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხეთის რეგულარული არმიის შენაერთები იბრძვიან.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები საომარი მოქმედებების ესკალაციაში ერთმანეთს ადამაშაულებენ.