მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზოვის ზღვაში რუსული ტანკერი აფეთქდა (ვიდეო)

რუსული ტანკერის აფეთქება

აზოვის ზღვაში რუსული ტანკერი „გენერალი აზი ასლანოვი“ აფეთქდა. აფეთქების შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს და გემი პორტში მიიყვანეს. ტანკერის ეკიპაჟის 10 წევრის გადარჩენა მოხერხდა. 3 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აფეთქების და ხანძრის შედეგად ტანკერმა სერიოზული დაზიანება მიიღო. ამჟამად ინციდენტის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ზღვაში საწვავი არ დაღვრილა.