მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარი გახდება

ბაიდენი - მინიმალური ხელფასი 15 დოლარი იქნება

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პირობას დებს, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარი გახდება. ამჟამად ის 7,25 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა. 

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ აღდგება, საათობრივი ანაზღაურება მოიმატებს. „ეს იქნება უფრო მაღალი ხელფასი, მათ შორის მინიმალური ხელფასის ოდენობა საათში 15 დოლარის ოდენობით, უკეთესი შეღავათები და ძლიერი კოლექტიური ხელშეკრულებები, რაც ამერიკელებს ოჯახის უკეთესი რჩენის შესაძლებლობას მისცემს“ - დაწერა ბაიდენმა.

ბაიდენი აცხადებს, რომ ეს აშშ-ის საშუალო კლასის აღდგენის საშუალებას იძლევა და მას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

ტრამპმა ოფიციალურად არჩევნების შედეგები არ აღიარა და ის სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთანავე, მან ირიბად დაადასტურა, რომ არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.