მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი აცხადებს, რომ საარჩევნო წარმომადგენლების 300 ხმას აიღებს

ჯოზეფ ბაიდენი

სრულიად ნათელია, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენი ვარაუდობს, რომ 300 საარჩევნო წარმომადგენლის ხმას მიიღებს. არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 538-დან 270 საარჩევნო წარმომადგენლის ხმის მიღება სჭირდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ვიგებთ ნევადაში, ნევადაში ორმაგი უპირატესობა გვაქვს. ამ რბოლას მოვიგებთ“ - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 74-მა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამერიკის ისტორიაში რეკორდია.

ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები შეიძლება იყვნენ ოპონენეტები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ. „ჩვენ ხომ ცივილიზებული ადამიანები ვართ. გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ეს ნორმალურია“ - განაცხადა ბაიდენმა. მან აშშ-ის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს ჯო ბაიდენს 264 საარჩევნო წარმომადგენლის ხმა აქვს, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს - 214 ხმა. ბაიდენს გამარჯვებამდე 6 საარჩევნო წარმომადგეწლის ხმა აშორებს.