მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: ჩემი მმართველობა არ იქნება ობამას მე-3 საპრეზიდენტო ვადა

ჯოზეფ ბაიდენიიი

„ეს არ არის ობამას მესამე საპრეზიდენტო ვადა, რადგან ჩვენ ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებული სამყაროს წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტმა ტრამპმა ლანდშაფტი შეცვალა“, - განაცხადა ბაიდენმა NBC-სთან ინტერვიუში.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მას თანამდებობიდან დანიშვნის პირველი 100 დღის განმავლობაში სურს, რომ განახორციელოს საიმიგრაციო რეფორმა, გააუქმოს დონალდ ტრამპის გარემოსდაცვითი ბრძანებები და დაეხმაროს სახელმწიფო მთავრობებს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მე საემიგრაციო კანონპროექტს გავუგზავნი შეერთებული შტატების სენატს, რომელიც მიანიჭებს მოქალაქეობას 11 მილიონზე მეტ არარეგისტრირებულ ადამიანს ამერიკაში“, - დასძინა ბაიდენმა.

იგი დარწმუნებულია, რომ პანდემიით დაზარალებულ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ დახმარებას მიიღებენ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ გააკეთებს ამას.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური კრიზისი. ეს არის კრიზისი, რომელიც მილიონობით ადამიანში ფსიქიკურ სტრესს იწვევს”, - თქვა მან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ გეგმავს ინაუგურაციის შემდეგ ტრამპთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ტრამპი ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა