მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი და ჰარისი: ტრამპმა აშშ დაანგრია

ჯო ბაიდენი, კამილა ჰარისი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა და მისმა თანამებრძოლმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა კამილა ჰარისმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ტრამპმა ქვეყანა დაანგრია.

როგორც BBC წერს, ეს პირველი ერთობლივი შეხვედრაა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ჰარისი, იმიგრანტების ფერადკანიანი ქალი, ინდოელი და იამაიკელი იმიგრანტების ქალიშვილი ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა.

„არჩევანი, რომელსაც ნოემბერში გავაკეთებთ. ამერიკის მომავალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს“. - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ტრამპი ჰარისს აკრიტიკებს:

„მოულოდნელი არავისთვისაა, რომ დონალდ ტრამპს ძლიერი ქალი არ მოსწონს,“ - დასძინა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ჰარისმა აღნიშნა, რომ ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც თავის თავი მეტად აინტერესებს, ვიდრე ხალხი, ვინც ის აირჩია.

ცნობისთვის, ბაიდენმა 55 წლის ჰარისი 11 აგვისტოს დაასახელა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად. ჰარისი პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიელი ამერიკელია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.