მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებას აპირებს

ბაიდენის მომავალი გეგმები

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარიზის კლიმატის შეთანხმებაში შეერთებული შტატების დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ  kezi.com იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენი ამ განკარგულების ხელმოწერას ინაუგურაციის დღესვე გეგმავს. საერთო ჯამში კი ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის პირველივე დღეებში 10-მდე განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ზოგიერთი მათგანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გააუქმებს. ერთ-ერთია ტრამპის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 7 მუსულმანური ქვეყნის, - სირიის, ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალათ.

პარიზში კლიმატის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 195-მა ქვეყანამ 2015 წელს გააფორმა. 2017 წელს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს "დრაკონული ეკონომიკური და ფინანსური ტვირთია" აშშ-სთვის, ამიტომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გადის.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🚹 მედია წერს თუ სად წავა ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს

🚹 ბაიდენმა ვაქცინაციის გეგმა წარმოადგინა