მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს

ბაიდენი ტრამპის შესახებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი შიდა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ბაიდენმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე და „დემოკრატიაზე შეტევა“ უწოდა.

„ნუ უწოდებთ ამ ადამიანებს აქციის მონაწილეებს. ეს იყო ბრბო, ამბოხებულები, შიდა ტერორისტები“ - განაცხადა ბაიდენმა. „ტრამპმა თავიდანვე დემოკრატიაზე შეტევა დაიწყო და გუშინდელი ამბები ამის კულმინაცია იყო“ - დაამატა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს. კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა. შეტაკების დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

🛑 კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

🛑 ბაიდენი ტრამპს მოუწოდებს, კაპიტოლიუმში შეჭრა ტელევიზიით დაგმოს