ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გამარჯვება პენსილვანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
პენსილვანიის შტატის გუბერნატორის ტომ ვულფის განცხადებით, მან მან ხელი მოაწერა დადასტურების სერთიფიკატს.
„დავადასტურე პენსილვანიის შტატის შედეგები და ხელიც მოვაწერე“, - აცხადებს ვულფი.
📌 ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა.
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი სტრატეგია და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა შესთავაზოს.
ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.