მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის გამარჯვება პენსილვანიის შტატმაც დაადასტურა

ჯო ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Pia.ge

ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის გამარჯვება პენსილვანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს. 

პენსილვანიის შტატის გუბერნატორის ტომ ვულფის განცხადებით, მან მან ხელი მოაწერა დადასტურების სერთიფიკატს.

„დავადასტურე პენსილვანიის შტატის შედეგები და ხელიც მოვაწერე“, - აცხადებს ვულფი.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.